ალბანეთში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
ალბანეთში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ალბანეთში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.

ოპოზიციის მომხრეები პრემიერ-მინისტრ ედი რამას ოფისთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები პრემიერის გადადგომას ითხოვენ. აქცია მშვიდობიანად დასრულდა, ოპოზიციის ლიდერები კი აცხადებენ, რომ პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებენ.

ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციებს თებერვლის შემდეგ მართავენ, ისინი სოციალისტების მთავრობას კრიმინალებთან კავშირში ადანაშაულებს . აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.