ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე ლიდერები ვერ შეთანხმდნენ

10:12, 18.10.2019

ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სამიტის პირველ დღეს, ლიდერებმა შეთანხმება ვერ შეძლეს.

ფინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკითხის განხილვა დღეს კვლავ იგეგმება.

ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ევროკავშირის კანდიდატი წევრების სტატუსი აქვთ. ევროკომისიამ მათთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე რეკომენდაცია გასცა. თუმცა, ევროკავშირის საბჭომ 2019 წლის ივნისში,  მან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადადო. მაშინ წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ, გადაწყვეტილება, მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, მიეღოთ არაუგვიანეს 2019 წლის ოქტომბრისა.

მსგავსი