ალბანეთის პრემიერ-მინისტრი - ეუთო-ში ალბანეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოში კონფლიქტისგან დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობაა
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი - ეუთო-ში ალბანეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოში კონფლიქტისგან დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობაა

ჩვენ ვხედავთ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, – ამის შესახებ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომაზე, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ განაცხადა.

ეუთო-ს ხელმძღვანელის თქმით, შეზღუდვებმა გაზარდა სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები და ზოგიერთ შემთხვევაში დამატებით ტვირთად დააწვა იმ ადამიანებს, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება.

„ეუთო-ში ალბანეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოში კონფლიქტისგან დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობაა. არსებობს თანამშრომლობის მიმოხილვა და პრაგმატიზმი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე ეუთო-ს ოფისების საშუალებით. ეუთო-მ შეძლო გაეზარდა რეგულარული კონტაქტები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამავე დროს, ჩვენ ვაკვირდებით დამატებით დაბრკოლებებს, რაც არის ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ამ შეზღუდვებმა გაზარდა სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები და ზოგიერთ შემთხვევაში დამატებით ტვირთად დააწვა იმ ადამიანებს, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დიალოგი გადაიდო. მივესალმებით ყველა მონაწილის ვალდებულებას, რომ ხელახლა მოიწვიონ დისკუსიები მომავალ კვირას“, – განაცხადა ედი რამამ.