ალბანეთის მიწისძვრისგან დაზარალებული რეგიონების აღსადგენად საერთაშორისო დონორები 1.1 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
ალბანეთის მიწისძვრისგან დაზარალებული რეგიონების აღსადგენად საერთაშორისო დონორები 1.1 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

ალბანეთის მიწისძვრისგან დაზარალებული რეგიონების აღსადგენად საერთაშორისო დონორები 1.1 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დონორთა კონფერენციის ფენომენალური შედეგი საჭიროებებს სრულად დაფარავს. თავის მხრივ, ალბანეთის რეკონსტრუქციისთვის ევროკავშირი 400 მილიონ ევროს დახარჯავს.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ აღნიშნა, რომ დონორთა კონფერენციის შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ალბანეთისა და საერთაშორისო სააგენტოების გამოთვლით, ქვეყნას რეაბილიტაციისთვის 1.08 მილიარდი ევრო სჭირდება. ბალკანეთის ქვეყანას 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გასული წლის ნოემბერში დაატყდა თავს. სტიქიას 51 ადამიანი ემსხვერპლა.