ალბანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის ედი რამას კორტეჟს ქვები ესროლეს [ვიდეო]

ალბანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის ედი რამას კორტეჟს ქვები ესროლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ედი რამას მანქანას გზა გადაუკეტეს და ქვები დაუშინეს.

პრემიერ-მინისტრი ქალაქ ლიბრაჟდში მიემგზავრებოდა, სადაც სოციალისტური პარტიის მერობის კანდიდატი უნდა დაესახელებინა.
სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის 23 მონაწილე დააკავა. დემონსტრაცია ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის მიერ ორგანიზებული, რომელიც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებს უკვე რამდენიმე თვეა მართავს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ალბანეთის პრეზიდენტმა პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად 30 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები გააუქმა, რასაც მმართველი პარტია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

ოპოზიცია მთავრობას კრიმინალურ ჯგუფებთან კავშირსა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და დემონსტრაციებს თევერვლიდან მართავს.