ალბანელთა მთავარი მწვრთნელი - იმედია, შინ "ტორპედოს" 5:0 მოვუგებთ
ალბანელთა მთავარი მწვრთნელი - იმედია, შინ "ტორპედოს" 5:0 მოვუგებთ

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ქუთაისის “ტორპედოსთან” დამარცხების შემდეგ (5:2), ალბანური “კუკეშის” მთავარმა მწვრთნელმა წაგება საქართველოში შექმნილ პრობლემებს დააბრალა.

“შედეგი ნამდვილად არასახარბიელოა და, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. ჩვენს მეტოქეზე, ქუთაისის “ტორპედოზე” ქების მეტი არაფერი მეთქმის. მათ ძალიან კარგად ითამაშეს. უკმაყოფილო ვარ მარჯვენა ფლანგით, სადაც ცენტრალური მცველი თამაშობდა. მიზეზი ცნობილია – ამ პოზიციის მოთამაშემ ვიზა ვერ მიიღო. ამავე დროს, ჩვენ მეტოქეს გოლები ვაჩუქეთ. სამივე გოლი კი სწორედ იმ ფლანგიდან გავიდა, სადაც პრობლემა გვქონდა” – განაცხადა პრესკონფერენციაზე “კუკეშის” მთავარმა მწვრთნელმა არმანდო ცუნგუმ.

მართალია, ალბანელთა დამრიგებელმა მეტოქის კარგი თამაში აღიარა, მაგრამ რევანშის აღების სურვილი გამოხატა: “შანსებს მაინც 50/50-ზე ვაფასებ. ალბანეთში განმეორებით შეხვედრას კი ოპტიმისტურად ვუყურებ და იმედი მაქვს, რომ მეტოქეს 5:0 ან 6:0 მოვუგებთ”.

დატოვე კომენტარი