ალავერდის საკათედრო ტაძარში ​მისულ მრევლს თერმოსკრინინგი უტარდება
ალავერდის საკათედრო ტაძარში ​მისულ მრევლს თერმოსკრინინგი უტარდება

ალავერდის საკათედრო ტაძარში აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგიაზე დასასწრებად, გასულ წელთან შედარებით, ცოტა ადამიანია მისული. აქ დაახლოებით 50 ადამიანი შეიკრიბა.

ტაძრის ტერიტორიაზე შემოსვლისას თითოეულ მათგანს უტარდება თერმოსკრინიგი. მათ ურიგდებათ პირბადეები, მრავალჯერადი ფარები და სადეზინფექციო ხსნარები.

სოციალური დისტანციის დასაცავად, გაკეთებულია მონიშვნები. დამონტაჟებულია გახმოვანების აპარატი, რომელიც საშუალებას მისცემს ეზოში მყოფ მრევლს, სადღესასწაულო წირვა მოისმინოს. მონასტერში დღეს მოსვლის შესაძლებლობა მრევლს კომენდანტის საათის დაწყებამდე ჰქონდა და ტაძრის დატოვება ღამისთევის დასრულების შემდეგ, დილით შეეძლებათ.

სადღესასწაულო ლიტურგიას ჩაატარებს ალავერდელი მიტროპოლიტი აბბა დავითი ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად.