ალავერდი შობის დღესასწაულის წინ [ფოტო]
ალავერდი შობის დღესასწაულის წინ [ფოტო]

ალავერდის საკათედრო ტაძარში შობის სადღესასწაულო მსახურებისთვის ემზადებიან. ღვთისმსახურება ალავერდის საკათედრო ტაძარში ღამის 12:00 საათზე დაიწყება და მას ალავერდელი მიტროპოლიტი აბბა დავითი ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

„12:00 საათზე დავიწყებთ სადღესასწაულო მსახურებას, პურის კურთხევას, ცისკარს, ჟამნობასა და წირვას. ალბათ, ვინც მოვა ტაძარში, ყველას ექნება ზიარებაზე კურთხევა. სანამ დაიწყება მსახურება, ზიარებამდე ტესტირება ჩაუტარდებათ მრევლის წევრებსაც, თუ ექნებათ ამის სურვილი, ასევე სტიქაროსნებს. ხოლო სასულიერო პირებს ყველას აქვს ტესტის გაკეთების ლოცვა-კურთხევა. მათი პირადი გადაწყვეტილებით, ამას შეასრულებენ“, – აღნიშნა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა.

რაც შეეხება ალილოს, მიტროპოლიტის თქმით, მრევლი საშობაო ალილოზე არ იქნება, უმეტესად წარმოდგენილნი იქნებიან სასულიერო პირები და სტიქაროსნები.