ალასკის ნახევარკუნძულზე 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ალასკის ნახევარკუნძულზე 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ალასკის ნახევარკუნძულზე 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.

მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ პერივილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 91 კილომეტრში მოხდა. ცუნამის საფრთხეს ალასკის ნახევარკუნძულთან ერთად სამხრეთ ალასკასაზეც გამოცხადდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძლიერ მიწისძვრას 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი მოჰყვა.