ალასკაში შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს შეხვდებიან მაკრონი და ზელენსკი 

17:30, 15.08.2025

ალასკაში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდებიან, – ამის შესახებ ელისეის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ლიდერები ერთმანეთს იმ მომენტში შეხვდებიან, როდესაც ეს ყველაზე სასარგებლო და ეფექტური იქნება.

„ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ შეხვდებიან იმ მომენტში, როდესაც ეს ყველაზე სასარგებლო და ეფექტური იქნება, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი