ალან შირერი და ტიერი ანრი პრემიერლიგის დიდების დარბაზის პირველი წევრები გახდნენ #1TVSPORT
ინგლისელი ალან შირერი და ფრანგო ტიერი ანრი ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზის პირველი წარმომადგენლები გახდნენ. დიდების დარბაზი უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც ლიგა ანიჭებს ფეხბურთელებს, რომლებიც იქ 1992 წლიდან გამოდიან.
შირერი თამაშობდა „საუთჰემპტონში“, „ბლექბერნსა“ და „ნიუკასლში“. ის რჩება პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირად – 14 სეზონის განმავლობაში 441 მატჩში 260 გოლი გაიტანა. 1994-95 წლების სეზონში მან ტიტული მოიგო „ბლექბერნთან“ ერთად. შირერი „ოქროს ბუცის“ სამგზის მფლობელია და ერთადერთი მოთამაშეა ისტორიაში, რომელმაც 100 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში ორი სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში.
ანრი „არსენალში“ 1999 წელს გადავიდა, ორჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ გუნდისა, რომელმაც 2003-04 წლების სეზონში არც ერთი მატჩი არ წააგო. ფრანგი ოთხჯერ გახდა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და „არსენალის“ რიგებში ჩატარებულ 258 მატჩში 175 გოლი გაიტანა – ეს მიღწევა დღემდე ძალაშია.