პრემიერ ლიგის კლუბის – ვესტ ბრომვიჩ ალბიონის მთავარ მწვრთნელად 56 წლის ინგლისელი სპეციალისტი ალან პარდიუ დაინიშნა.
პარდიუ ვესტ ბრომის მე-6 მწვრთნელია 2011 წლის შემდეგ. მან ორი ტურის წინ გაგდებული ტონი პულისი შეცვალა.
ვესტ ჰემის, ნიუკასლის და კრისტალ პალასის ყოფილი მწვრთნელის მთავარი მიღწევა ინგლისის თასის ფინალში ორჯერ გასვლაა – 2006 წელს ვესტ ჰემთან (პენალტების სერიაში დამარცხდა ლივერპულთან), 2012 წელს კი კრისტალ პალასთან ერთად (დამარცხდა მანჩესტერ იუნაიტედთან).
2012 წელს ალან პარდიუ ინგლისის ლიგის მწვრთნელების მიერ დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელად, მას მერე, რაც მისი ხელმძღვანელობით ნიუკასლმა პრემიერ ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა.
პარდიუს მთავარი ამოცანა ვესტ ბრომვიჩის პრემიერ ლიგაში დატოვებაა.