სლავენ ბილიჩი „ვესტ ბრომვიჩს“ გაწვრთნის
სლავენ ბილიჩი „ვესტ ბრომვიჩს“ გაწვრთნის

ინგლისურ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ მთავარ მწვრთნელად სლავენ ბილიჩი დანიშნეს. „ვესტ ჰემ იუნაიტედისა“ და ხორვატიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ამ თანამდებობაზე დარენ მურს შეცვლის, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის მარტში დაითხოვა.

აღსანიშნავია, რომ 50 წლის ბილიჩი ბოლოს საუდის არაბეთის კლუბ „ალ-იტიჰადში“ მუშაობდა, საიდანაც მიმდინარე წლის თებერვალში გაათავისუფლეს.

„გახარებული ვარ, რა თქმა უნდა, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა“, – განაცხადა ხორვატმა, – „ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში და „ალბიონმა“ დამარწმუნა, რომ მათ ნამდვილად სურთ პრემიერლიგაში დაბრუნება“.

შეგახსენებთ, რომ „ვესტ ბრომვიჩმა“ ბოლოს ინგლისური საფეხბურთო სისტემის უმაღლეს დივიზიონში 2010-2018 წლებში ითამაშა და ამ პერიოდში საუკეთესო შედეგი 2012-2013 წლების სეზონზე აჩვენა, როდესაც მერვე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება გასულ სეზონს, გუნდი ჩემპიონშიფში მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეიოფში „ასტონ ვილასთან“ დამარცხდა.