ალან ფეივერი - ნოდარ ჭეიშვილი ნაკრებში კარგ გამოცდილებას იღებს
ალან ფეივერი - ნოდარ ჭეიშვილი ნაკრებში კარგ გამოცდილებას იღებს

ინგლისური „ჩემფიონშიფის“ (მეორე დივიზიონი) კლუბმა, „ქორნიშ ფაირათსმა“, „ბორღალოსნების“ მხტომელს, ნოდარ ჭეიშვილს სტატია მიუძღვნა.

ნოდარ ჭეიშვილი საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა და მომავალი ტესტებისთვის საფრანგეთში, „ბორჯღალოსნებთან“ ერთად მოემზადება.

„ქორნიშ ფაირათსის“ მწვრთნელი, ალან ფეივერი ნოდარს ულოცავს და სანაკრებო ტესტების მნიშვნელობაზე საუბრობს –

„ნოდარმა წინასასეზონო ამხანაგურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ პროგრესირებს. ახალ სისტემებთან შეგუებას დრო სჭირდება, თუმცა მას საქართველოში კარგად წვრთნიან და მიუხედავად ასაკისა, ნოდარს უკვე აქვს საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება. დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ნოდარი უკან დაბრუნდება, ჩვენს გუნდს თასის თამაშებში დაეხმარება.“

მსოფლიო თასის დაწყებამდე 11 თვეზე ნაკლები რჩება და ტურნირისითვის სათანადოდ მომზადებისთვის „ბორჯღალოსნებს“ ძლიერ მეტოქეებთან თამაშების გამართვა სჭირდებათ.