ალაბას დამატებით „ჩელსიც“ დაინტერესდა
ალაბას დამატებით „ჩელსიც“ დაინტერესდა

დავიდ ალაბა ზაფხულში მიუნხენის „ბაიერნს“ დატოვებს და მისი გადაბირება არაერთ ტოპ-კლუბს სურს. ავსტიელი ფეხბურთელის დამატებისთვის მადრიდის „რეალი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იბრძვიან და The Guardian-ის ინფორმაციით, საქმეში ლონდონის „ჩელსიც“ ჩაერთო.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტუხელის მისვლის შემდგომ ლონდონელებს საკუთარ კარში გოლი არ გაუშვიათ, გერმანელ სპეციალისტს დაცვის ხაზის გაძლიერება მაინც სურს.

ესპანური მედია კი ამტკიცებს, რომ „რეალმა“ ალაბასთან კონტრაქტის დეტალებიც კი შეათანხმა. „მარკას“ ინფორმაციით, ავსტრიელი სამეფო კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს დათანხმდა, რომლის მიხედვითაც ის 11 მილიონ ევროს მიიღებს.