ალაბამაში გაზეთის რედაქტორმა კუ-კლუქს-კლანს დემოკრატების ჩამოხრჩობისკენ მოუწოდა
ალაბამაში გაზეთის რედაქტორმა კუ-კლუქს-კლანს დემოკრატების ჩამოხრჩობისკენ მოუწოდა

ალაბამაში ჟურნალისტმა კუ-კლუქს-კლანს დემოკრატების ჩამოხრჩობისკენ მოუწოდა. რედაქტორის საავტორო წერილი ადგილობრივ გამოცემა „დემოკრატ რეპორტერში“ (Democrat-Reporter) გამოქვეყნდა. სტატიაში გუდლო სატონი აცხადებს, რომ „დემოკრატები ალაბამაში გადასახადების გაზრდას აპირებენ და ამის გამო, კუ-კლუქს-კლანის წევრებმა ისინი უნდა ჩამოახრჩონ, შემდეგ კი ვაშინგტონი დაარბიონ“.

საავტორო სვეტმა მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც პუბლიკაციის ფოტოები ალაბამაში მდებარე, ალბერნის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოციალური ქსელებით გაავრცელეს.

თავად სატონი აცხადებს, რომ სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებს უკან არავითარ შემთხვევაში არ წაიღებს. მისი თქმით, „თუ კუ-კლუქს-კლანს ექნება შესაძლებელობა, ვაშინგტონი გაწმინდოს, ეს ყველას წაადგება“. ჟურნალისტმა ასევე თქვა, რომ არ სჯერა, რომ კუ-კლუქს-კლანი ძალადობრივი ორგანიზაციაა.

„მათ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მოკლეს. ისინი ძალადობას არ მიმართავდნენ, სანამ ეს საჭირო არ გახდა“, – განაცხადა სატონმა.

სტატიის გამო ალაბამელმა კანონმდებლებმა გაზეთის რედაქტორ გუდლო სატონის გადადგომა მოითხოვეს.