ალაბა ზაფხულში „რეალში“ გადავა - ფეხბურთელმა ოთხწლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა
ალაბა ზაფხულში „რეალში“ გადავა - ფეხბურთელმა ოთხწლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი დავიდ ალაბა 2020-21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის „რეალში“ გადავა. ამის შესახებ გაზეთმა „მარკამ“ დაწერა.

წყაროს ცნობით, ალაბა ამ წლის ზაფხულში „რეალის“ პირველი ახალწვეული გახდება. მას შემდეგ, რაც იანვარში ავსტრიელს ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობა მიეცა, მადრიდულმა კლუბმა სწრაფად იმოქმედა და მცველთან ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა. ალაბას ხელფასი „რეალში“ წელიწადში 11 მილიონი ევრო იქნება.

აღნიშნავენ, რომ ალაბამ უკვე გაიარა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება „რეალის” ექიმის თანდასწრებით.

ავსტრიელის მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ამიტომაც, ფეხბურთელს „რეალი“ უფასოდ გადაიბირებს.

დავიდ ალაბა „ბაიერნში“ 2010 წლიდან თამაშობს. ამ გუნდის რიგებში ის ცხრაჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ექვსჯერ მოიგო გერმანიის თასი, ორ-ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი და ერთხელ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.