„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის შემთხვევებთან ერთად ალკოჰოლის რეალიზაციამაც მოიმატა
„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის შემთხვევებთან ერთად ალკოჰოლის რეალიზაციამაც მოიმატა

„კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან ერთად, რუსეთში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

ქვეყანაში არყის რეალიზაციამ მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31 პროცენტით მოიმატა. გაზრდილია ვისკისა და ლუდის რეალიზაციაც.

ორგანიზაცია „ფხიზელი რუსეთის“ ხელმძღვანელ სულთან ხამზაევის ინფორმაციით, ალკოჰოლის მოხმარების ზრდა დასვენების დღეებით, სტრესით და შიშითაა განპირობებული. გარდა ამისა, რუსეთში ვრცელდება ჭორი, რომ ალკოჰოლი ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის კარგია.