ალ-აქსას მეჩეთთან მუსლიმებს და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ალ-აქსას მეჩეთთან მუსლიმებს და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ყურბან-ბაირამის მუსლიმური სადღესასწაულო ლოცვის შემდეგ, ალ-აქსას მეჩეთთან მუსლიმებს და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

დაპირისპირების შედეგად ოთხი პოლიციელი და 20-მდე დემონსტრანტი დაშავდა.

ისრაელის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შეტაკების დროს, ისრაელის სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, რომ აქციის მონაწილეები „ნაციონალისტურ მოწოდებებს“ აჟღერებდნენ.

11 აგვისტოს, როგორც მუსლიმების დღესასწაულის, ყურბან ბაირამის, ასევე ებრაელთა მარხვის დღის, ტიშა ბავის დაწყება აღინიშნება, როდესაც ებრაელები ტაძრების განადგურებას და მათ ისტორიაში ტრაგიკულ დღეებს გლოვობენ.