„ალ-აჰლი“ საუდის არაბეთის სუპერთასის მფლობელია - „ალ-ნასრის“ რიგებში რონალდომ მესამე ფინალი წააგო #1TVSPORT
საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში „ალ-აჰლიმ“ თერთმეტმეტრიანების სერიაში კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრი“ დაამარცხა და ტიტული მოიგო.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა და გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც „ალ-აჰლის“ მოთამაშეები უშეცდომოები იყვნენ და ხუთივე დარტყმა ზუსტად შეასრულეს.
რონალდომ „ალ ნასრის“ რიგებში მე-100 გოლი გაიტანა, თუმცა ამ გუნდის მაისურით კარიერაში მესამე ფინალი წააგო.