აკრძალვის მიუხედევად, პარიზში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა [ვიდეო]

აკრძალვის მიუხედევად, პარიზის ქუჩებში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

საფრანგეთის მთავრობამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ანტირასისტული აქციების ჩატარება აკრძალა.

საპროტესტო აქცია საფრანგეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დაგეგმილი. პოლიციამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ბარიერები აღმართა. მიუხედავად ამისა, დემონსტრანტები კონკორდის მოედანზე მაინც შეიკრიბნენ.

მსოფლიო მაშტაბით რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მიერ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.