ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ სამი სოფელი დააზარალა

19:13, 09.09.2020

ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ სამი სოფლი: აწყური, ზემო ხოდაშენი და ოჟიო დააზარალა. ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, სეტყვის შედეგად დაზიანებულია ვენახები.

,,ამ სამ სოფელში ყურძნის მოსავალი 30-40 პროცენტით არის დაზიანებული. ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავუკავშირდეთ რთველის საკოორდინაციო შტაბს, რათა რომელიმე ღვინის ქარხანა გაიხსნას და ვიდრე ყურძენი ლპობაში წავა, მოსახლეობამ გადარჩენილი ნაწილის მოკრეფა და ჩაბარება შეძლოს“, – განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.

მსგავსი