ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ახმეტაში, სოფელ მატანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, ახალი ინფიცირებული იმ ოჯახიდანაა, რომლის სამ წევრს კორონავირუსი უკვე დადასტურებული აქვს.

ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის კახეთში ჯამში 24 ინფიცირებულია.

მისი ინფორმაციით, რეგიონში სულ აღებული და გაგზავნილი იქნა 256 ნიმუში. ამას გარდა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში აღებულია 600-მდე ნიმუში, რომელიც „კოვიდ-19“ ინფექციაზე გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გაიგზავნა და მისი შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, სოფელ მატანში ე.წ. გორის ქორწილის კლასტერიდან 12 ადგილობრივია. მათ შორის 10 წლისა და 10 თვის ბავშვები, ორსული ქალი და მატანის საჯარო სკოლის პედაგოგი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ მატანის ორივე საჯარო სკოლაში ხვალ სწავლა დისტანციურად დაიწყება.