ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სტუმრად მყოფ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სტუმრად მყოფ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა დაუდასტურა.

„როგორც მითხრეს, ქალბატონი პროფესიით ექიმია და თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს. იგი სტუმრად იმყოფებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში. მას შემდეგ, რაც მან თავი შეუძლოდ იგრძნო, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს მიაკითხა. ჩატარებულმა კვლევამ ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურა“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

ინფიცირებული დადასტურებული შემთხვევის, ჭედიას კლინიკის ექიმის კონტაქტს განეკუთვნება. არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ქალი ახმეტისა და თელავის
მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა. ნ.ლ- ს კონტაქტი ჰქონდა მამასთან, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გურჯაანის განყოფილებაში მუშაობს.

ამასთან, კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ კახეთში დღეიდან კვალავ ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის შესახებ მისცემს მითითებებს.

ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები კორონავირუსის დაინფიცირებული ქალის კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.