ახმეტაში, კულტურის სახლთან საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა

11:41, 14.01.2020

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ახმეტაში დროშის აღმართვის ცერემონია კულტურის სახლის წინ გაიმართა.

საქართველოს ჰიმნის ფონზე, ქართული დროშის აღმართვას ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივები დაესწრნენ.

სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია დღეს კახეთის რეგიონში რამდენიმე ქალაქში გაიმართება.

ქართული დროშები საკუთარი სახლის აივანზე მოსახლეობის ნაწილმაც გამოფინა.

მსგავსი