ახმეტაში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება
ახმეტაში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ახმეტაში, ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

სამაშველო ბრიგადებმა და მყვინთავებმა 4 კილომეტრამდე მანძილი და მათ შორის გვირაბებიც დაათვალიერეს, თუმცა სამი დღის წინ დაკარგული მამუკა ძებნიაურის კვალს ჯერ ვერ მიაკვლიეს.

ძებნიაური ბოლოს მეზობლებმა არხის პირას მიმავალი ნახეს და ეჭვობენ, რომ ის წყალში დაიხრჩო.