ახმეტ ოგუზი - ბათუმის „დინამოსთან“ საკუთარ სტადიონზე ვითამაშებთ და ეს უპირატესობად უნდა ვაქციოთ #1TVSPORT
ახმეტ ოგუზი - ბათუმის „დინამოსთან“ საკუთარ სტადიონზე ვითამაშებთ და ეს უპირატესობად უნდა ვაქციოთ #1TVSPORT

სივასპორის“ მთავარმა მწვრთნელთან ერთად ბათუმის „დინამოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, აჰმეტ ოგუზიც იმყოფებოდა – „ბაჰჩეშეჰირ კოლეჯ სივას“ სტადიონზე თურქული კლუბის ფეხბურთელმა მედიასთან განაცხადა, რომ კონფერენს ლიგის განმეორებით შეხვედრაში მხოლოდ მოგების იმედი აქვს.

„საკუთარ სტადიონზე ვითამაშებთ და გვსურს, რომ ეს უპირატესობად ვაქციოთ. ვფიქრობ, ჩვენ გავიმარჯვებთ, წინ წავალთ და „სივასპორის“ გულშემატკივრებსა და თურქ ხალხს გავახარებთ” – განაცხადა აჰმეტ ოგუზიმ.

იგი „სივასპორში“ 2021 წლის 12 იანვარს გადავიდა და მისი ფორმით 21 მატჩი ჩაატარა, მათ შორის – კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის ორივე შეხვედრა მოლდავურ „პეტროკლუბთან“.

ბათუმის „დინამოსა“ და „სივასპორის“ პირველი მატჩში „ბათუმი არენაზე“ თურქების გამარჯვებით (1:2) დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს გაიმართება – შეხვედრა „ბაჰჩეშეჰირის კოლეჯ სივასის“ სტადიონზე თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.