გია გეგუჩაძე - „სივასპორთან“ ხასიათის სიმტკიცე უნდა გამოვავლინოთ #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - „სივასპორთან“ ხასიათის სიმტკიცე უნდა გამოვავლინოთ #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე კარგად აცნობიერებს, რომ „სივასპორთანკონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მარცხმა (1:2) მისი გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. თუმცა „სივას არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თურქეთში გამარჯვების იმედად გაემგზავრა.

– იოლი შეხვედრა არ გველის, რაც ყველას კარგად გვესმის. თანაც ძალიან რთული ამოცანა გვაქვს. თუმცა მიმაჩნია, რომ შანსი გვექნება, თუ ფეხბურთელები სათანადო განწყობას და ხასიათს გამოავლენენ, მათ კლასში კი დარწმუნებული ვარ.

– ბათუმის „დინამო“ შეკრული გუნდია და კარგი ფეხბურთს თამაშობს. მნიშვნელოვანია, რომ მატჩი სრული კონცენტრაციით ჩავატაროთ და მტკიცე ხასიათის გამოვავლინოთ.

– ზარიას, კუპატაძისა და გაფრინდაშვილის არყოფნა, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა. მამუკა კობახიძეს კი ვარჯიშზე დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მივიღებთ.

სივასპორი“ და ბათუმის „დინამო“ ერთმანეთს ხუთშაბათს, 12 აგვისტოს შეხვდებიან – მატჩი „ბაჰჩეშეჰირის კოლეჯ სივასის“ სტადიონზე თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება.