„სივასპორის“ მთავარი მწვრთნელი - ბათუმელებთან ჩვენი ერთადერთი მიზანი გულშემატკივრების გახარებაა #1TVSPORT
„სივასპორის“ მთავარი მწვრთნელი - ბათუმელებთან ჩვენი ერთადერთი მიზანი გულშემატკივრების გახარებაა #1TVSPORT

სივასპორის“ მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩალიმბეიმ და ფეხბურთელმა აჰმეტ ოგუზმაბაჰჩეშეჰირ კოლეჯ სივას“ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ბათუმის „დინამოსთან“ მატჩზე ისაუბრეს.

„ბათუმის „დინამო“ ქართულ ლიგაში 22 მატჩის შემდეგ ლიდერია. ბათუმელები ბევრად უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე ჩვენ და უკეთეს ტონუსშიც არიან. ეს გუნდი განსაკუთრებით საშიში გასვლაზეა, მაგრამ ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“, – თქვა ჩელიმბეიმ.

სივასპორის“ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მატჩი ადვილი არ იქნება:

„თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ და სათამაშო დისციპლინას დავარღვევთ, შესაძლოა პრობლემები შეგვექმნას. ჩემი აზრით, ძალიან რთული მატჩი გველის. ვითამაშებთ ქვეყნისთვის, საკუთარი თავისთვის და გულშემატკივრებისთვის. ახლა უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ ბათუმის „დინამოს“ და მის ფეხბურთელებს“.

ჩალიმბეის თქმით, მისი გუნდი ყველა მეტოქესთან მოსაგებად თამაშობს:

„უპირატესობა გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ. ჩვენი ერთადერთი მიზანია, გავიმარჯვოთ და ეს წარმატება გულშემატკივრებს მივუძღვნათ. ერთადერთი ტრავმებია, რისიც მეშინია“.

სივასპორი“ და ბათუმის „დინამო“ ერთმანეთს შეხვდებიან ხუთშაბათს, 12 აგვისტოს – მატჩი „ბაჰჩეშეჰირის კოლეჯ სივასის“ სტადიონზე თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.