ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად საფრანგეთი ავიამზიდ „შარლ დე გოლს“ გაგზავნის
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად საფრანგეთი ავიამზიდ „შარლ დე გოლს“ გაგზავნის

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად საფრანგეთი ავიამზიდ „შარლ დე გოლს“ გაგზავნის.

საფრანგეთის ქალაქ ორლეანში სამხედროებთან შეხვედრაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ბირთვული ავიამზიდი ოპერაცია „შამალის“ მხარდასაჭერად რეგიონში მიმდინარე წლის აპრილამდე დარჩება.

საფრანგეთის სამხედრო ხომალდი ევროპის ქვეყნებთან ერთად ერთობლივ ოპერაციებშიც მიიღებს მონაწილეობას.

საფრანგეთმა ოპერაცია „შამალი“ 2014 წლის 19 სექტემბერს, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ და ერაყის არმიის მხარდასაჭერად დაიწყო.