ახალწვეულების წარდგენა ბათუმის „დინამოში“ - ანანიძე 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ ახალწვეულები წარადგინა და მათ მუდმივნომრიანი მაისურები გადასცა. ფეხბურთელების წარდგენა „ბათუმი არენაზე“ გაიმართა და საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა.
ცნობილი გახდა, რომ ბათუმელთა ახალწვეული, საქართველოს ნაკრების კანდიდატი ჯანო ანანიძე 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო პრესტიჟული 10 ნომერი ნახევარმცველ გუგა ფალავანდიშვილს გადაეცა.
მეკარე: გიორგი ბეგაშვილი
მცველები: ლუკა ქაფიანიძე, გიორგი რეხბვიაშვილი, აბრაჰამ ფრიმპონგი (განა)
ნახევარმცველები: მილან რადინი (სერბეთი), ირაკლი ბიძინაშვილი, გუგა ფალავანდიშვილი, ჯანო ანანიძე,
თავდამსხმელები: გუჯა ლობჯანიძე, სტეფან დენკოვიჩი (მონტენეგრო)
პრეზენტაციის შემდეგ გუნდი ქუთაისში გაემგზავრება, სადაც 20 თებერვალს სეზონის პირველ მატჩს გამართავს – გია გეგუჩაძის გუნდი საქართველოს სუპერთასისთვის დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელს, „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.