ახალქალაქში, წალკასა და დმანისში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება
ახალქალაქში, წალკასა და დმანისში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2019 წელს ახალქალაქის, წალკის, დმანისის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება.

მისი თქმით, საწარმოს სიმძლავრე დღიურად 10 ტონას შეადგენს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული საწარმოები პირდაპირი მიყიდვის წესით, შეღავათიან ფასად გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს.

დატოვე კომენტარი