ახალქალაქის სარკინიგზო სადგურში „შტადლერის“ სისტემა დამონტაჟდა
ახალქალაქის სარკინიგზო სადგურში „შტადლერის“ სისტემა დამონტაჟდა

ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურში შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ სისტემა დამონტაჟდა, – ამის შესახებ პირველ არხს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზაში“ განუცხადეს.

კომპანიის ცნობით, შვეიცარელმა და გერმანელმა სპეციალისტებმა ადგილზე გოგორწყვილების ავტომატური შეცვლის დანადგარი დაამონტაჟეს.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში, ახალქალაქში პოსტსაბჭოთა 1 520 მმ-ანი ლიანდაგი ევროპულ, 1 435 მმ-ან ლიანდაგებს უერთდება.

შემუშავებული პროექტის მიხედვით, ევროპული სტანდარტების ლიანდაგებზე მოძრავი შემადგენლობა შეფერხების გარეშე, ავტომატურ რეჟიმში უნდა გადავიდეს.

„შტადლერის“ სისტემა უზრუნველყოფს სამგზავრო ვაგონების ურიკების ავტომატურ გადასვლას, სვლის შეჩერების გარეშე (5-15 კმ/სთ სიჩქარით).