ახალმა ზელანდიამ სამხრეთ აფრიკა დაამარცხა | იაპონია 2019
ახალმა ზელანდიამ სამხრეთ აფრიკა დაამარცხა | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასზე ჩემპიონობის ორი ფავორიტი, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდა ერთმანეთს.

პირველი ტაიმი სამხრეთაფრიკელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და ბევრს უტევდნენ, თუმცა ორი უხეში შეცდომა დაუშვეს, რაც ახალზელანდიელებმა ლელოებად გარდასახეს და შესვენებაზე ანგარიშით 17-3 გავიდნენ.

მეორე ტაიმში „ქურციკებმა“ სიტუაცია საგრძნობლად გამოასწორეს, ლელოს დადებაც მოახერხეს და ანგარიში შეამცირეს, თუმცა „ოლ ბლექსმა“ უპირატესობის შენარჩუნება მაინც მოახერხა და მატჩი 23-13 მოიგო.