ახალმა ზელანდიამ ირლანდია დაამარცხა და ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება | იაპონია 2019
ახალმა ზელანდიამ ირლანდია დაამარცხა და ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება | იაპონია 2019

იაპონიაში მიდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მეორე ნახევარფინალისტი გაირკვა.

ტოკიოს სტადიონზე ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და ირლანდიის ნაკრებები ხვდებოდნენ. პირველმა ტაიმმა მთლიანად „ოლ ბლექსის“ უპირატესობით ჩაიარა და მათივე გამარჯვებით, 22-0 დასრულდა. ახალზელანდიელებმა დასაწყისიდანვე იგდეს ხელთ ინიციატივა და ჯერ მო’უნგამ გაიტანა ჯარიმა, შემდეგ კი აარონ სმითმა ორჯერ და ბოდენ ბარეტმა ერთხელ დაამიწეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე.

მეორე ტაიმში მატჩის სურათი არ შეცვლილა, 62-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 34-0 იყო და ბოლო წუთებში მხოლოდ ის დარჩა გასარკვევი, მოახერხებდა თუ არა ირლანდია საკუთარი ანგარიშის გახსნას ამ თამაშში.

მოახერხა: 69-ე წუთზე რობი ჰენშომ დაამიწა ბურთი ახალზელანდიელთა ჩათვლის მოედანზე და ანგარიში ოდნავ უფრო ნაკლებად გამანადგურებელი გახადა – 34-7.

დარჩენილ დროში ირლანდიამ კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხა, რასაც ახალმა ზელანდიამ ორით უპასუხა და მატჩი 46-14 დასრულდა.

ამრიგად, 26 ოქტომბერს, იოკოჰამას სტადიონზე, პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისი და ახალი ზელანდია დაუპირისპირდებიან.

ხვალ კი კიდევ ორი მეოთხედფინალი გაიმართება:

11:15  – უელსი -საფრანგეთი
14:15 – იაპონია – სამხრეთ აფრიკა

ყველა მატჩს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი