ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა მეჩეთებზე თავდასხმაში ბრალდებულის „მანიფესტი“ ტერაქტამდე მიიღო
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა მეჩეთებზე თავდასხმაში ბრალდებულის „მანიფესტი“ ტერაქტამდე 9 წუთით ადრე მიიღო. როგორც ჯასინდა არდენი აცხადებს, დოკუმენტში არ იყო მითითებული ბოროტმოქმედის სამიზნეები და თავდასხმის კონკრეტული დრო.
„მე ვარ ერთ-ერთი დაახლოებით 30 ადამიანს შორის, რომლებmაც მანიფესტი თავდასხმამდე 9 წუთით ადრე მიიღო“, – განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, წერილის მიღებიდან 2 წუთში ის სპეცსამსახურებს გადაუგზავნეს.
შეგახსენებთ, ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმის შემსრულებელი 15 მარტს დააკავეს. მას ბრალი 50 ადამიანის მკვლელობაში დასდეს.
დაკავებამდე თავდამსხმელმა ინტერნეტში გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც ექსპერტებმა ნორვეგიელი ნაციონალისტის ანდერს ბრეივიკის „მანიფესტს“ შეადარეს. ბრეივიკმა 2011 წელს ნორვეგიაში ტერაქტი მოაწყო და 77 ადამიანი მოკლა.