ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი – ავსტრალიის ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავები ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში არ უნდა შევიდნენ
ავსტრალიის ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავები ახალი ზელანდიის ტერიტორიულ წყლებში არ უნდა შევიდნენ, – ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა.
ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ახალ ზელანდიას ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივი პოლიტიკა აქვს და შესაბამისად, ავსტრალიის წყალქვეშა ნავებმა ამ პოლიტიკის შესაბამისად უნდა იმოქმედონ.
„ეს არ ცვლის ჩვენს არსებულ ურთიერთობებს, მათ შორის „ხუთი თვალის“ (კანადა, აშშ, ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდიის პარტნიორობა) ჩათვლით, ან ავსტრალიასთან ჩვენს ახლო პარტნიორობას თავდაცვის საკითხებში. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ორივესთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა მორისონმაც კარგად იცოდა, ახალი ზელანდია ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაინტერესებული იქნებოდა ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობით. არც ერთ გემს, რომელიც მთლიანად, ნაწილობრივ ან სრულად იკვებება ბირთვული ენერგიით, არ შეუძლია, შევიდეს ჩვენს შიდა წყლებში“, – თქვა ჯასინდა არდერნმა.