ახალი ზელანდიის ნაკრებში სამი ძმა ითამაშებს | იაპონია 2019
ახალი ზელანდიის ნაკრებში სამი ძმა ითამაშებს | იაპონია 2019

რაგბიში მსოფლიოს თასის მეორე ტურის მატჩში, პირველად ახალი ზელანდიის ძირითად შემადგენლობაში, სამი ძმა ითამაშებს.

ბოდენ, სკოტ და ჯორდი ბარეტები 2 ოქტომბერს კანადის წინააღმდეგ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. მსგავსი პრეცედენტი რაგბის მსოფლიო თასის ისტორიაში 1995 წელს, ტონგასა და შოტლანდიას შორის გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა, როდესაც კუნძულელთა სასტარტო შემადგენლობაში მთავარმა მწვრთნელმა სამი ძმა – ელისი, მანუ და ფეაო ვუნიპოლა ათამაშა.

დატოვე კომენტარი