ახალი ზელანდია ქალთა შორის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
ახალი ზელანდია ქალთა შორის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

ახალი ზელანდია ქალთა შორის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი 2021 წელს ჩატარდება და 35 დღის მანძილზე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას პლანეტის 12 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონობა მეხუთედ 2017 წელს ბელფასტში იზეიმა, სადაც ფინალური შეხვედრა ინგლისს 41-32 მოუგო.

რაგბიში ქალთა მე-9 მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ახალი ზელანდია, ავსტრალია, ინგლისი და საფრანგეთი იბრძოდნენ. საბოლოოდ კი არჩევანი ზელანდიაზე გაკეთდა.

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით მატჩები 20-25 ათასიან სტადიონებზე გაიმართება, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს კი ახალი ზელანდიის მთავარი არენა „იდენ პარკი“ უმასპინძლებს.