ახალი სტადიონის მშენებლობისას დევიდ ბექჰემი პრობლემებს აწყდება
ახალი სტადიონის მშენებლობისას დევიდ ბექჰემი პრობლემებს აწყდება

ადგილი, სადაც ამერიკული საფეხბურთო კლუბის, „ინტერ მაიამის“ ახალი სტადიონის აშენებაა დაგეგმილი, დარიშხნით დასაშვებზე ორჯერ მეტად არის დაბინძურებული. ამის შესახებ გარემოსთაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რამაც სამშენებლოდ გამოყოფილი ტერიტორიის განუსაზღვრელი ვადით დახურვა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამის“ ერთ-ერთი მფლობელი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია და მის გეგმებში, სტადიონის გარდა, სავაჭრო ცენტრის, სასტუმროსა და საჯარო დასასვენებელი პარკის აშენებაც შედის.

ქიმიური დარიშხნის დიდი რაოდენობით შესუნთქვამ შეიძლება ქრონიკული დაავადებები გამოიწვიოს, მათ შორის კანისა და ფილტვის კიბო, ასევე გულსისხლძარღვთა პრობლემები.

„ინტერ მაიამის“ წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ „მაიამი ფრიდომ პარკის“ აშენების საკითხი დადებითად გადაწყდება.

გუნდი „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) პირველ სეზონს 2020 წელს ჩაატარებს და თავდაპირველად საშინაო მატჩებს ფორტ ლოდერდეილის 18 000-იან არენაზე გამართავს.