ახალი სასპონსორო შეთანხმება - 1,5 მილიონი ბათუმის „დინამოსთვის“
ახალი სასპონსორო შეთანხმება - 1,5 მილიონი ბათუმის „დინამოსთვის“
ბათუმის „დინამოს“ უახლოეს პერიოდში 1,5 მილიონი ლარით დაეხმარებიან – იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
 
ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი ანგისას სპორტულ ბაზაზე გაფორმდა. მას ხელი ბათუმის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ და სამშენებლო კომპანია „ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის“ დირექტორმა მაგამედ ჩაბიევმა მოაწერეს.
„ბათუმის „დინამოსა“ და სამშენებლო კომპანია „ეიჩ გრუპ ქონსტრაქშენს“ შორის თანამაშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია უახლოეს მომავალში 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებაა“ – წერია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.
დატოვე კომენტარი