ახალი რენო და ზაუბერი
ახალი რენო და ზაუბერი

კიდევ ორმა საჯინიბომ 2018 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდი წარმოადგინა.

სხშვეიცარიულმა საჯინიბო “ზაუბერმა” “ალფა რომეოსთან” ერთად  ახალი მანქანა წარადგინა. მისი ინდექსია C37.
კომპანიის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა ავტომობილის აეროდინამიკას, რომელიც გაცილებით სრულყოფილია წინა მოდელებთან შედარებით. ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლიდის მაღალ სიჩქარეს უზრუნველყოფს “ფერარის” ძრავა.
ახალი სეზონიდან, გუნდის ოფიციალური დასახელება იქნება – Alfa Romeo Sauber F1 Team. შეგახსენებთ, რომ “ზაუბერმა” და “ალფა რომეომ” გასული წლის დეკემბერში გააფორმეს პარტნიორული ხელშეკრულება.
2018 წელს, გუნდის საპრიზო პილოტები იქნებიან – შვედი მარკუს ერიქსონი და მონაკოელი შარლ ლეკლერი.
ასევე ცნობილია, როგორი იქნება ფრანგული საჯინიბო “რენოს” ახალი მანქანა. ბოლიდმა მიიღო ინდექსი – R.S.18, ხოლო შასი გაფორმებულია შავ-ყვითელ ფერებში.
წინა მოდელთან შედარებით, მთავარი განსხვავება – გაუმჯობესებული აეროდინამიკაა.