ახალი მიკროავტობუსების საფასური დღეიდან 50 თეთრი იქნება

07:01, 01.04.2021

დღეიდან დედაქალაქში ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსითა და ახალი მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისში 2021 წლის ბოლომდე არსებული ყვითელი მიკროავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება.

მსგავსი