ახალი კონტრაქტი გაბაძესთან - „ლოკომოტივმა“ თანამშრომლობა მეხუთე მოთამაშესთან გაახანგრძლივა
ახალი კონტრაქტი გაბაძესთან - „ლოკომოტივმა“ თანამშრომლობა მეხუთე მოთამაშესთან გაახანგრძლივა

ევროთასებზე გამოსვლის შემდეგ, თბილისის „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელებმა სტაბილური შემადგენლობის შესანარჩუნებლად, წამყვან მოთამაშეებთან კონტრაქტების გახანგრძლივება დაიწყეს – დღეს ახალი ხელშეკრულება გიორგი გაბაძესთან გაფორმდა.

25 წლის მცველმა „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააფორმა და გუნდის ღირსებას 2022 წლამდე დაიცავს. გიორგი გაბაძე „ლოკომოტივის“ აღზრდილია და გუნდში მეცხრე წელია თამაშობს – 2011 წლიდან მოყოლებული. მან თბილისურ კლუბის ფორმა 160-ჯერ მოირგო და ორი გოლი გაიტანა.

ლოკომოტივმა“ აქამდე ხელშეკრულება გაახანგრძლივა 19 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილთან (1 წლით იჯარა), კაპიტან დავით უბილავასთან, საყრდენ ნახევარმცველ თემურ შონიასთან და მთავარ ბომბარდირ ირაკლი სიხარულიძესთან – სამივე „ლოკომოტივში“ 2022 წლის ბოლომდე ითამაშებს.