ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ორი მატჩით გაიხსნა – „ბ“ ჯგუფში „ბარსელონა“ „ეინდჰოვენს“ მასპინძლობს, „ინტერი“ მილანში იღებს „ტოტენჰემს“.
დასრულდა პირველი ტაიმები და ჯერ მხოლოდ ერთი გოლია გასული. ახალი ჩემპიონთა ლიგის პირველი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა – „ბარსელონას“ ლიდერმა ანგარიში 31-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმით გახსნა.
ახლა, მესის 179 სხვადასხვა მეკარისთვის აქვს გატანილი გოლი, სულ ჩემპიონთა ლიგაზე 101-ჯერ გაუტანია, კარეირაში კი – 557-ჯერ.