ახალი ამბები „ვოთსაფით“

ნოვაცია ქართულ  მედიასივრცეში.

საქართველოს პირველი არხი „ვოთსაფის“ საშუალებით ახალი ამბების გავრცელებას იწყებს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ყოველდღიურად და ოპერატიულად მიიღოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამოწმებული ინფორმაცია. თუ გსურთ საქართველოს პირველი არხის მიერ გავრცელებული ახალი ამბების გამოწერა, ამისთვის საჭიროა: „ვოთსაფში“ შეინახოთ საქართველოს პირველი არხის ნომერი – 598 011100. აღნიშნულ ნომერზე მომსახურების გასააქტიურებლად გამოაგზავნეთ სიტყვა – 1tv.ge.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, საქართველოს პირველი არხი ოპერატიულად მოგაწვდით დღის მთავარ და გადამოწმებულ ამბებს.