ახალგაზრდულს ხარაბაძეც გამოაკლდა - ნაკრები გერმანიაში დანაკლისით ემზადება
ახალგაზრდულს ხარაბაძეც გამოაკლდა - ნაკრები გერმანიაში დანაკლისით ემზადება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 11 ნოემბერს შეიკრიბა და მოახლოებული ევროშესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. 15 ნოემბერს გია ცეცაძის გუნდი საფრანგეთს ესტუმრება, ხოლო 18 ნოემბერს, ასევე სტუმრად სლოვაკეთს შეხვდება.

გუნდი გერმანიაში გაემგზავრა და შტუტგარტთან ახლოს, პატარა ქალაქ ასპახში დაბინავდა, სადაც ორი დღის განმავლობაში მოემზადება. ამის შემდეგ გუნდი საფრანგეთში გადავა, სადაც 15 ნოემბერს ევროშესარჩევ მატჩს გამართავს. გუნდმა პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. გერმანიაში გუნდს ლეგიონერებიც დროულად შეუერთდნენ. შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და სრული დატვირთვით ემზადება.

სამწუხაროდ, ნაკრებს კიდევ ერთი მოთამაშე დააკლდა – გიორგი არაბიძის, ვატო არველაძისა და ლუკა ლაკვეხელიანის შემდეგ, გია ცეცაძის გუნდს ტრავმის გამო ვერც ლევან ხარაბაძე დაეხმარება. ხარაბაძის ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა ტორპედოელი ვახტან ნებიერიძე გამოიძახა.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი)

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო)

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა)

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო)