ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთიც დაამარცხა - სვანაძის გუნდი წელიწადნახევარი დაუმარცხებელია #1TVSPORT
ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთიც დაამარცხა - სვანაძის გუნდი წელიწადნახევარი დაუმარცხებელია #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა გორში რუმინელ თანატოლებს უმასპინძლა, დამაჯერებლად დაამარცხა და წაუგებელი სერია გააგრძელა.

ჩვენი 21-წლამდე ნაკრები 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული მატჩი რამაზ სვანაძის გუნდის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ შესვენებაზე გუნდებო უგოლოდ გავიდნენ 0:0.

მეორე ნახევარში რუმინეთის ნაკრები გააქტიურდა, თუმცა ჩენს გუნდს კონტრშეტევებისთვის მეტი სივრცე გაუჩნდა და მატჩის მიწურულს ამით ისარგებლა. მატჩის გმირი „თელავის“ მცველი ცოტნე კაპანაძე გახდა, რომელმაც 68-ე წუთზე უსწრაფესი შეტევა დააგვირგვინა, ხოლო 74-ე წუთზე ძლიერი დარტყმით დუბლი შეასრულა.

77-ე წუთზე „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ განათების სისტემა გაითიშა და თამაში შეწყდა. თუმცა, დაახლოებით 7-8 წუთში განათების სისტემა ისევ ჩართეს და თამაში განახლდა. ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წაუგებელი სერია გააგრძელა, რომელიც 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყო.


საქართველო – რუმინეთი 2:0


გოლები: 1:0 კაპანაძე (68. გულიაშვილის პასით), 2:0 კაპანაძე (74)

03.06. 2022. გორი, „თენგიზ ბურჯანაძე არენა“. 2500 მაყურებელი

საქართველო: მეგრელიშვილი – ხვადაგიანი, აბულაძე, კალანდაძე – კაპანაძე (90+2. ჯინჯოლავა), ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი (90+11. ნ. ხორხელი), შ. ნონიკაშვილი (62. ლ. გაგნიძე), გოჩოლეიშვილი – გულიაშვილი (90+2. ლ. ხორხელი,), გაგუა

რუმინეთი: პოპა, ტელცეანუ, დრაგუშინი, ფარკაში, დუმიტრესკუ, ლიკსანდრუ, გრამელი, კამპანუ (73. სტოიკა), ბაირამი (45+1. მიკულესკუ), პეტრილა (68. პიტუ), ბირლიჯა (73. მარკოვიჩი)

გაფრთხილებები: ტელჩეანი (17), აბულაძე (71)