საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები უელსელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 3 და 6 ივნისს ორივე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველოს ახალგაზრდულის მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, გუნდი კი სპარინგებისთვის მზადებას 28 მაისიდან დაიწყებს.
ცეცაძეს რამდენიმე მოთამაშის საქმეში ნახვა სურდა და აქედან გამომდინარე, შემადგენლობა გადახალისებულია – მწვრთნელმა 4 ფეხბურთელი 20-წლამდე ნაკრებიდან დააწინაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სტუმრად აზერბაიჯანი 2:1 დაამარცხა .
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი), ოთო გოშაძე (დინამო თბ);
მცველები: ცოტნე ნადარაია, ლუკა ლაკვეხელიანი, გია ჩაბრაძე, გაგი მარგველაშვილი (ოთხივე – საბურთალო), დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი (ორივე – დინამო თბ), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ვაჟა ფაცაცია (მერანი);
ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა);
თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი, გიორგი კოხრეიძე (ორივე – საბურთალო), ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), დავით მუჯირი (ანტალიასფორი, თურქეთი).