ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ლორთქიფანიძესა და იაკობიძეს დებიუტი ექნებათ, გუნდს სიგუა დაუბრუნდა #1TVSPORT
ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ლორთქიფანიძესა და იაკობიძეს დებიუტი ექნებათ, გუნდს სიგუა დაუბრუნდა #1TVSPORT

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 15 ნოემბერს „მიხელ მესხზე“ ხორვატიის წინააღმდეგ ჩაატარებს, 19 ნოემბერს კი ჩვენი გუნდი რიეკაში გაემგზავრება, სადაც მეორე მატჩს ითამაშებს.

რამაზ სვანაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი დებიუტანტია, ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 17, 19 და 20-წლამდელთა ასაკობრივი გუნდების ყოფილი ნახევარმცველი, „კრემონეზეს“ დუბლების კაპიტანი დაჩი ლორთქიფანიძე. „გაგრის“ მცველი ირაკლი იაკობიძეც 21-წლამდელების შეკრებას პირველად გაივლის, ხოლო გაბრიელ სიგუა გუნდს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდება.

დისციპლინარული სანქციების გამო (ყვითელი ბარათები) ხორვატიასთან გასამართი პლეი ოფის პირველ მატჩს გუნდის კაპიტანი საბა ხვადაგიანი და ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე გამოტოვებენ.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), ირაკლი იაკობიძე (გაგრა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია)

15 ნოემბერი. მიხეილ მესხი.19:00

საქართველო V ხორვატია

19 ნოემბერი. 20:00

ხორვატია V საქართველო